ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო
06-04-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლა ჩაერთო დინსტანციური სწავლების პლატფორმა Microsoft Teams-ში.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ყველა დამრიგებელი და მასწავლებელი თავდაუზოგავად მუშაობს, რამაც გაზარდა ურთიერთთანამშრომლობა და მშობელთა ჩართულობაც. პედაგოგებს აქვთ ცხრილი, ასევე აღრიცხვის ჟურნალი და ცდილობენ, მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო სწავლების ფორმატი შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203