„დარჩი სახლში“- პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები თანატოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
06-04-2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და მოწოდებას „#დარჩი სახლში„ გამოეხმაურნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში განათავსეს ვიდეო, სადაც თანატოლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
„მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში განათავსეს ვიდეო, სადაც თანატოლებს მოუწოდებენ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და დარჩნენ სახლში, რომ ყველაფერი იყოს კარგად. მოწოდებას უერთდება დამრიგებელი და მთელი სკოლა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.