გეგუთის N2 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
06-04-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გეგუთის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები და მოსწავლეები იყენებენ სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმას.

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და აფასბენ მათ ნამუშევრებს. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203