ძლევიჯვრის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
03-04-2020

ქარელის მუნიციპალიტეტის, ძლევიჯვრის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და აფასებენ მათ ნამუშევრებს. მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203