საბეჭისის საჯარო სკოლის პედაგოგები ონლაინ გაკვეთილებს ატარებენ
03-04-2020

წალკის მუნიციპალიტეტის, საბეჭისის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები ატარებენ როგორც ონლაინ გაკვეთილებს ისე თათბირებს. 

„სკოლის პედაგოგები არ წყვეტენ ფიქრსა და შრომას ვირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც, ამ მოცემულობაში ატარებენ პედაგოგთა თათბირებსაც და ონლაინ გაკვეთილებსაც. მადლობა უნდა ვუთხრათ როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს თანადგომისთვის და მოსწავლეებს მაღალი მოტივაციისთვის!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203