„შენ დარჩი სახლში ყველასთვის“  - დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
03-04-2020
წალკის მუნიციპალიტეტის, დაბა ბედიანის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. 

მოსწავლეებმა მოწოდებით - „შენ დარჩი სახლში ყველასთვის“ პლაკატები შექმნეს. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203