COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბარისახოს საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა
03-04-2020

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და სასკოლო ინვენტარი. დასუფთავდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კიბის უჯრედები, იატაკი და კედლები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203