
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის შენობასა და ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა.
სკოლის ადმინისტრაცია ითვალისწინებს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს. შესაბამისად, სკოლის შენობა და სასკოლო ინვენტარი სპეციალური ხსნარით დამუშავდა. დასუფთავდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კიბის უჯრედები, იატაკი და კედლები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.