„განსაცდელი გადაივლის, ჩვენ კი მეტი რესურსი გვექნება სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად“- ხონის N2 სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს
03-04-2020

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ონლაინ სწავლების პროგრამაში Microsoft Teams. დისტანციური სწავლების პროცესი სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს.

„რომ არ მოველოდი, ისეთი მზაობა გამოიჩინა ჩვენი სკოლის გუნდმა დისტანციური სწავლების დასანერგად. მივესალმები მათ შემართებას...  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სკოლამ საკუთარი ძალებით, მხოლოდ სამინისტროს მიერ მოწოდებული ინსტრუქციების საფუძველზე (ყოველგვარი ტრენინგის, გარეშე პირების დაუხმარებლად) შეძლო Microsoft Teams-ში ჩართვა.

მასწავლებებს დახმარება გაუწიეს სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა თამარ ჩხენკელმა და ქიმიის მასწავლებელმა თამარ მეშველიანმა. მათი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ 33 პედაგოგიდან 23 შეუფერხებლად მუშაობს Microsoft Teams-ში, ხოლო 10 - თიმსის პარალელურად იყენებს სხვა დამხმარე საშუალებებს.

რაც მთავარია, კმაყოფილებას გამოთქვამენ მშობლები, რომლებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვთ დამრიგებლებსა და საგნის მასწავლებლებს.

სკოლაში დისტანციურად ხორციელდება არა მხოლოდ გაკვეთილების ჩატარება, არამედ ურთიერთობა სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებსა და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან. სკოლის აქტიური ცხოვრება გრძელდება ონლაინ რეჟიმში.

ეს განსაცდელიც გადაივლის, ჩვენ კი მეტი რესურსი გვექნება სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძემ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203