გეგუთის N2 საჯარო სკოლის შენობა და სასკოლო ინვენტარი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
03-04-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N2 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის ადმინისტრაცია ითვალისწინებს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს. შესაბამისად, სკოლის შენობა და სასკოლო ინვენტარი სპეციალური ხსნარით დამუშავდა. დასუფთავდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კიბის უჯრედები, იატაკი და კედლები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203