ზესტაფონის N6 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
03-04-2020

ზესტაფონის N6 საჯარო სკოლამ წარმატებით უპასუხა ყველა გამოწვევას, რომელიც სახელმწიფომ ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შესთავაზა. სკოლის პედაგოგები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

„სკოლა აქტიურ რეჟიმში გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე teams-ის აპლიკაციის გამოყენებით. გვაქვს ხარვეზები, ვინაიდან ყველა მოსწავლე/მშობელი ვერ ახერხებს სრულფასოვან ჩართვას ამ მექანიზმში სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ვეძებთ ალტერნატიულ გზებს დავალებების მისაწოდებლად და ვახერხებთ კიდევაც“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე განმარტებით, სკოლის მოსწავლეები ცოდნის მისაღებად იყენებენ განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ყველა საშუალებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203