პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
03-04-2020

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.

სკოლის ადმინისტრაცია ითვალისწინებს ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს. 9 მარტს, სკოლის შენობა და სასკოლო ინვენტარი საგულდაგულოდ დამუშავდა სპეციალური ხსნარით. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203