
დმანისის მუნიციპალიტეტის გუგუთის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ.
სკოლა მცირეკონტიკენტიანია, მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები ძალიან მოსწონთ. სასწავლო პროცესი, ძირითადად, სოციალური ქსელების გამოყენებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.