
დმანისის მინიციპალიტეტის ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
მოსწავლეები და მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებში აქტიურად ჩაერთვნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგები ბავშვებს, ძირითადად, whats up-ით ეკონტაქტებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.