„დარჩი სახლში“ - ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ვიდეომიმართვას ავრცელებენ
03-04-2020

ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

მოსწავლეებმა აღნიშნული მოწოდებით ვიდეო გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს. ვიდეოში ბავშვები განმარტავენ, თუ რატომ უნდა ვიყოთ სახლში, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სასწავლო პროცესი კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203