ნამაშევის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებას აქტიურად აგრძელებს
03-04-2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებთან და მშობლებთან და სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ნამაშევის საჯარო სკოლის მასწავლებლები ითვალისწინებენ თითოეული მოსწავლის ოჯახურ მდგომარეობას, ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას. პედაგოგები მოსწავლეებს ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტებიან.

სკოლის ყველა თანამშრომელი იცავს ჯანმრთელობის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203