„ნაეკი“ ინსტრუქციას აქვეყნებს: როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მასწავლებელთა გამოცდებზე
03-04-2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის ვიდეო ინსტრუქციას აქვეყნებს.
საგამოცდო ცენტრის მიერ სარეგისტრაციო ინსტრუქციაში დეტალურად არის ნაჩვენები, როგორ უნდა გაიაროს აპლიკანტმა რეგისტრაცია ზაფხულის გამოცდისთვის. ყურადღებით უყურეთ და მოუსმინეთ ვიდეოს, რადგან მასში აღნიშნული ინფორმაცია აუცილებლად გასათვალისწინებელია.
იხილეთ ვიდეო:
მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია დაწყებულია და 30 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება. აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდიდან online.naec.ge შეუძლიათ.
რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო
კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს