ამამლოს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
03-04-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის, ამამლოს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად სირთულეებისა მასწავლებელები და მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში მუშაობას მაინც ახერხებენ. 

„მასწავლებლებს უჭირთ გაკვეთილის ჩატარება, რადგანაც სოფელში უმეტეს ნაწილს არ აქვს ინტერნეტი, ყიდულობენ მეგაბაიტებს, რომელიც ძალიან მალე იწურება, ძირითადად სხვადასხვა ჯგუფებში მუშაობენ, ტელეფონით ეკონტაქტებიან ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა მაინც ახერხებენ დისტანციურ რეჟიმში მუშაობას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203