
შუახევის მუნიციპალიტეტის ჟანივრის საჯარო სკოლაში ფართომასშტაბიანი დეზიფექცია ჩატარდა.
სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის ეზო, შენობა და ინვენტარი: დერეფნები, საკლასო ოთახები, კიბის უჯრედები, სპორტული დარბაზი, სველი წერტილები, იატაკი და კედლები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები