იაღუფლოს საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
03-04-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და აფასებენ მათ ნამუშევრებს. პედაგოგები email.mes.gov.ge-ს იყენებენ.

„პრობლემა ინტერნეტია რადგანაც ბავშვები საკუთარი მეგაბაიტებით შემოდნ, ყველა პედაგოგი ჩართულია, ვიდეო გაკვეთილებიც მიმდინარეობს, ბავშვები მონდომებულები არიან, ვაძლევთ დავალებებს, ვუგზავნით ტესტებს, შემდეგ კი ვამოწმებთ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203