აჭის საჯარო სკოლის მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებს ატარებენ
03-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭის საჯარო სკოლის მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებში აქტიურად არიან ჩართულნი.

„აქამდე ვიყენებდით facebook გვერდს ანუ მოსწავლეებს ვუკავშირდებოდით მესენჯერით, მაგრამ ახლა ყველა მასწავლებელი დარეგისტრირდა Microsoft Team-ში, ეტაპობრივად რეგისტრირდებიან მოსწავლეებიც, ხოლო მომდევნო კვირიდან ვიმუშავებთ ამ სისტემით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203