პირველ ონლაინ შეხვედრას 700 მასწავლებელი დაესწრო - ვებინარი, რომელიც ყველა პედაგოგმა უნდა ნახოს
03-04-2020
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით ჩატარებულ პირველ ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეობა 700-მა მასწავლებელმა მიიღო.

უწყების განმარტებით, ერთსაათიანი ონლაინ შეხვედრის პირველი თემა დისტანციურ სწავლების პროცესში Microsoft Teams-ის გამოყენებას შეეხებოდა: თუ როგორ უნდა ჩაატარონ მასწავლებლებმა ვიდეო გაკვეთილები და შეინახონ მათი ჩანაწერები, მოამზადონ დავალებები, განიხილონ თემები ჯგუფურად და გაუზიარონ სამუშაო ფაილები ერთმანეთს. მონაწილე მასწავლებლების შეკითხვებს თავად პროექტის ორგანიზატორები პასუხობდნენ.

„დღევანდელ ვებინარს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, სისტემური ადმინისტრატორი ვანო ნარიმანიძე უძღვებოდა.

Microsoft Office 365-ის ერთ-ერთი პროგრამა Teams-ი სრულად მორგებულია დისტანციურ სასწავლო პროცესს. Teams-ში ინტეგრირებულია OneNote Class Notebooks, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი სამუშაო სივრცე. პროგრამა ასევე ეხმარება პედაგოგს სილაბუსის, ქვიზის, კითხვარების მომზადებასა და ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვაში.

აღნიშნულ თემატიკაზე ვებინარების ორგანიზება მომავალშიც არის დაგეგმილი", - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვებინარების შესახებ ინფორმაცია დაიდება პორტალზე EL.GE

ვებინარის ჩანაწერის სანახავად კი პედაგოგებს შუეძლიათ გადავიდნენ ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...