„ჩვენ - თქვენთვის“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლამ სოციალურ ქსელში პროექტი წამოიწყო
03-04-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციამ სოციალურ ქსელში პროექტი - „ჩვენ - თქვენთვის“ წამოიწყო.

„სოციალური პროექტი ითვალისწინებს ამ მძიმე დღეებში სკოლის სოციალურ ფეისბუკ გვერდზე მოსწავლეთა შემოქმედების (სიმღერა, ცეკვა, ნახატი, დისტანციურ ონლაინ გაკვეთილებზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები) განთავსებას. ვფიქრობთ, ამ აქტივობით ერთმანეთს გავამხნევებთ შინ ყოფნისას და თან სკოლის კულტურასა და ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებით მხარეს წარმოვაჩენთ“,-აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203