პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ
03-04-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ.

„ვცდილობთ, დისტანციური შეხვედრები საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ. მოსწავლეები ხალისით და წარმატებით ასრულებენ დავალებებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სასწავლო პროცესი კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203