ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს
06-04-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.

მასწავლებელები და მოსწავლეები ინტერნეტის დახმარებით იყენებენ Microsoft Teams-ს, facebook-ს, ხოლო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არა აქვთ წვდომა ინტერნეტთან, უკავშირდებიან ტელეფონით.

„სკოლას, ამ საკითხში, დიდი დახმარება გაუწია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტმა თემურ კურცხალიამ. მისი ძალისხმევით მოხდა სკოლის ყველა მოსწავლის ელფოსტის გააქტიურება, მანვე მასწავლებლებს ჩაუტარა ტრენინგები Microsoft Teams-ში ჩასატარებელი აქტივობების შესახებ და დღესაც ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლა გრძნობს მის ყოველდღიურ თანადგომასა და მხარდაჭერას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203