ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით თათვიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია
10-02-2020

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლე დავით თათვიძე უკვე წარმატებული და ცნობილი მოჭადრაკეა, ის ევროპის ჩემპიონია.

„მან არაერთხელ მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სკოლაში შესვლის შემდეგ 8-9 წლამდე ასაკის ჭაბუკებში ორჯერ მოიპოვა პირველი ადგილი - ოქტომბრის თვეში ქალაქ ქუთაისში ჩატარებულ მაია ჩიბურდანიძის სახელობის ტურნირში, ხოლო 2-3 იანვარს ჩატარებულ იმერეთის სასკოლო ჩემპიონატში.

შემდეგი მიღწევა იყო მეორე ადგილი 20-28 იანვარს თბილისში ჩატარებულ სასკოლო ჩემპიონატში. საერთო ჯამში, იგი უკვე 16 თასისა და 23 მედლის მფლობელია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს-გაზაფხულზე დავითი მიემგზავრება კუნძულ კრეტაზე, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სასკოლო ჩემპიონატში და საქართველოს სახელით იასპარეზებს.

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა და დამრიგებელი თიკო ძნელაძე ამაყობენ მისით, კვლავაც უამრავ წარმატებასა და სასიხარულო ამბავს ელიან მისგან!“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203