ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ქალაქის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
03-03-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „შუაღამის მზის“ ინიციატივით მოეწყო დასუფთავების აქცია ახალციხის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტთან ახლოს.

ეკოკლუბელებმა და მოხალისეებმა 1 მარტს ერთად დაასუფთავეს აღნიშნული ტერიტორია.

„მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო. უამრავი სახის ნარჩენი, თითქოს საპიკნიკე ზონა, რომელსაც საერთოდ არ ეტყობა ზრუნვა. ნარჩენების ძალიან დიდი ნაწილი პლასტმასის ბოთლები, თეფშები და ჭიქები იყო. რა თქმა უნდა, დავახარისხეთ შეგროვებული ნარჩენი და პლასტმასი მოვათავსეთ სპეციალური ურნაში“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში მონაწილეობს და სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203