
თბილისის N177 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მშობლები განსაკუთრებულად ზრუნავენ შვილ(ებ)ის ჯანმრთელობაზე და განათლებაზე.
გაიცანით, თბილისის N177 საჯარო სკოლის ნიჭიერი წარმომადგენელი, პირველი კლასის მოსწავლე - ლევან ბალოიანი.
„ძალიან მომწონს izrune.ge, იმიტომ რომ კარგი და საინტერესო კითხვებია, კიდევ იმიტომ მომწონს, რომ კარგ ქულას და დიპლომებს ვიღებ, ტესტის ბოლოს კი რომ მეუბნებიან - ყოჩაღ კარგი შედეგიაო და ასე გაგრძელეო, ესეც ძალიან მომწონს“, - ამბობს წარმატებული ლევანი.
ნიჭიერი მოსწავლით ამაყობენ მისი ოჯახი წევრები და სკოლა.
სავარჯიშო ტესტში, გარდა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისა, შესულია კითხვები პირადი ჰიგიენის შესახებ.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის დისტანციური განათლების მოტივაციაზე.
იხილეთ ფოტო