ძევრის საჯარო სკოლის პედაგოგები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
03-04-2020

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლაში დისტანციური გაკვეთილები ტარდება.

ძევრის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა სწავლა-სწავლების პროცესის შეუფერხებლად და ეფექტურად წარმართვისათვის დაიწყეს დისტანციური გაკვეთილების ჩატარება teams პროგრამის მეშვეობით.

უნდა აღინიშნოს, რომ დიდია მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. 

მასწავლებლები მოსწავლეებს უტარებენ ონლაინ გაკვეთილებს, აწვდიან სხვადასხვა სახალისო დავალებებს, აქტივობებსა და შესრულებულ სამუშაოებზე უკუკავშირს. მასწავლებლები და მოსწავლეები კმაყოფილები არიან აღნიშნული პროგრამის გამოყენებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203