მორის ფოცხიშვილის ლექსით შთაგონებულმა წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნამუშევრები შექმნეს
03-04-2020

წყალტუბო N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. 

პირველ კლასში ჩატარებული მორიგი დისტანციური გაკვეთილის თემა იყო - მ.ფოცხიშვილის ლექსი - „ვაშლის ხე“. მორის ფოცხიშვილის ლექსით შთაგონებულმა ბავშვებმა ნამუშევრები შექმნეს და საყვარელ პედაგოგ თინიკო ნაცვლიშვილს გადმოუგზავნეს.

„ჩვენმა საყვარელმა პირველკლასელებმა ასე აღიქვეს მ.ფოცხიშვილის ლექსი „ვაშლის ხე“ და მშობლების დახმარებით, თავის საყვარელ მასწავლებელს თინიკო ნაცვლიშვილს გადმოუგზავნეს. მადლობა ჩვენო პატარა სიხარულებო“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203