COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის N117 საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა
03-04-2020

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის N117 საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა.

11 მარტს, სადეზინფექციო სამუშაოები შ.პ.ს „აქვაპოინტმა“ შეასრულა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი. დასუფთავდა: დერეფნები, საკლასო ოთახები, კიბის უჯრედები, სპორტული დარბაზი, სველი წერტილები, იატაკი და კედლები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203