ნინოწმინდის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
03-04-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩატარდა.

9 მარტს, სადეზინფექციო სამუშაოები შესაბამისმა ორგანიზაციამ ჩაატარა. დასუფთავდა საკლასო ოთახები, კაბინეტები, სკოლის ყველა პერიმეტრი დამუშავდა სპეციალური ხსნარით.  სკოლაში დაცულია სანიტ -ჰიგიენური ნორმები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203