
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში ახალი კოროანავირუსის, (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. მთლიანად იქნა შეწამლული ყველა საკლასო ოთახი, კაბინეტი თუ დერეფანი, ყველა მერხი, სკამი და სხვა სახის ინვენტარი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები