
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხულდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.
„ვმუშაობთ teams-ის პროგრამით, თუმცა სოფელში ინტერნეტის არ არსებობის გამო მოსწავლეებს ტელეფონში აქვთ ჩამოტვირთული პროგრამა და მობილური ინტერნეტით სარგებლობენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში არდადგები გახანგრძლივდა, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.