მარანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
02-04-2020

აბაშის მუნუიციპალიტეტის მარანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს უკავშირდებიან „ფეისბუქის“ დახურული ჯგუფებით და „მესენჯერის“ მეშვეობით. სკოლის მოსწავლეები ნაწილობრივ არიან ჩართულნი Teams -ის პროგრამაში.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ, მოსწავლეებს მიაწოდონ საჭირო ცოდნა და ონლაინ გაკვეთილები გაუხალისონ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში არდადგები გახანგრძლივდა, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203