ხონის N3 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ მოთხოვნების პრაქტიკულად განხორციელება და დანერგვა წარმატებით დაიწყო
07-04-2020

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის მეორე სემესტრში, წარმატებით დაიწყო „ახალი სკოლის მოდელის“ მოთხოვნების პრაქტიკულად გამხორციელება და დანერგვა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ პროექტმა დადებითი დამოკიდებულება გამოიწვია მოსწავლეებისა და მშობლების დიდ ნაწილში.

საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსური დავალებებს მოსწავლეებმა სწრაფად აუღეს ალღო, კომპიუტერით შესასრულებელ დავალებებსაც ძალზე ხალისით ასრულებენ.

„სასიამოვნოა, რომ სიახლის დანერგვას არ ვწყვეტთ. პედაგოგები ცდილობენ ონლაინ პლატფორმა Teams-ის გამოყენებით სწავლება გადაიყვანონ „ახალი სკოლის“ მოთხოვნებზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203