გაუწყინარის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს გაკვეთილებს დისტანციურად უტარებენ
02-04-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის, გაუწყინარის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

კორონავირუსის პანდემიის ​გამო გაუწყინარის ​სკოლაშიც შეწყდა სასწავლო პროცესი, ამასთან დაკავშირებით სამინისტროს რეკომენდაციით სკოლა დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, რაც გულისხმობს ინტერნეტით მოსწავლის სახლში სწავლებას. შექმნილია სპეციალური საიტი, სადაც სკოლის ადმინისტრაციამ დაარეგისტრირა თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი, აგრეთვე შექმნა საკლასო ჯგუფები საგნების მიხედვით.

სკოლის თითოეული მასწავლებელი მოსწავლეს ახალ მასალას დისტანციურად უხსნის, აწვდის დავალებებს და აფასებს მათ ნამუშევრებს.

მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203