ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
02-04-2020

ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პედაგოგოების ძირითადი ნაწილი იყენებს „თიმსის“ პროგრამას. დანარჩენი ნაწილი სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ფეისბუქ ჯგუფებს, ასევე მესენჯერს.

პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ონლაინ გაკვეთილებში. ისინი ცდილობენ, მასქიმალურად კარგად წარიმართოს სასწავლო პროცესი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში 2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203