ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები შეუფერხებლად უტარდებათ
02-04-2020

ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები შეუფერხებლად უტარდებათ.

მასწავლებლებს არ გართულებით მოულოდნელი გამოწვევა, რადგან სკოლა „ახალი სკოლის მოდელშია“ ჩართული. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა პედაგოგებს ძალიან დაეხმარა ონლაინ სწავლის პირობებში.

„სკოლა სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან აქტიურად იყო ჩართული „ახალი სკოლის“ ტრენინგებში. პედაგოგებმა ტრენინგის ფარგლებში მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა და შეიძინეს არანაკლებ მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც ასე მნიშვნელოვანია „ახალი სკოლის“ სასკოლო ცხივრებაში დანერგვისათვის.

ამ კუთხით საკმაოდ სერიოზული შრომა გასწიეს „ახალი სკოლის“ ქოუჩებმა: ქეთი ცირეკიძემ, ნანა კახიძემ და მარი მორჩილაძემ.

პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა პედაგოგებს ძალიან გამოადგათ ონლაინ სწავლის პირობებში, სკოლა ერთ-ერთი პირველი გადავიდა ონლაინ სწავლების პლატფორმაზე და დღეისთვის ონლაინ სწავლება მიმდინარეობს თითქმის შეუფერხებლად.

ასევე სკოლის მასწავლებლები ჩართულნი არიან „ციფრული სკოლის“ ტრენინგებში, რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203