ზანათის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთო
02-04-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის საჯარო სკოლს დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის დირექცია და მასწავლებლები მონდომებითა არიან ჩართულნი ამ პროცესში და მოსწავლეებსაც აქტიურად რთავენ.

„დღეს გლობალური პრობლემის დაძლევასთან ერთად იძულებითი არდადეგების პერიოდში მტკიცე ჯაჭვი სკოლა-მოსწავლე-მშობელი არ უნდა გაწყდეს, რომელიც ამ პრობლემებთან ერთობლივ ბრძოლას და მოსწავლეებისათვის განათლების მაქსიმალურად სხვადასხვა გზით მიწოდებას გულისხმობს.

სკოლა  ცდილობს ყველა ხელმისაწვდომი რესურსი გამოიყენოს სწავლის პროცესის უწყვეტობისათვის. მასწავლებლებმა დისტანციური სწავლების დანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღიდან თადარიგი დაიჭირეს მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისათვის, ამ მიზნით მოხდა მონაცემთა შეგროვება-ბაზის შედგენა, თუ რა საშუალებებით იქნებოდა შესაძლებელი სწავლების დისტანციური მეთოდის დანერგვა. ცხადია, სოფლის პირობებში ნაკლებია წვდომა ინტერნეტთან და თავის მოტყუება იქნება იმის მტკიცება, რომ ამას ყველა სკოლა ალღოს აუღებს და საუკეთესო შედეგამდე გავა, თუმცა მასწავლებლებს არ დაუშურებიათ ძალღონე და სისტემატიურად არიან კავშირში მოსწავლეებთან და მშობლებთან.

მაქსიმალურად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა სოციალურ ქსელ facebook-ში დახურული ჯგუფების შექმნა, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები კომუნიკაციას ახდენენ როგორც ონლაინ, ასევე ვერბალური სახით. ასევე მასწავლებლები და მოსწავლეები დარეგისტრირებული არიან Microsoft 365-ს პროგრამაში teams“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

სკოლის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ აღნიშნული აქტივობების გამოყენება მაქსიმალურად დაეხმარება მოსწავლეებს ესგ-ის გათვალისწინებული სტანდარტების დაძლევაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203