
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბლის N2 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით შეიწამლა სკოლის ინვენტარი. დამუშავდა სკოლის სრული შენობა: კედლები და იატაკი, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კაბინეტები და დერეფნები. ასევე დასუფთავდა სკოლის ეზო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში დეზინფექციები ტარდება. 2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.