დედოფლისწყაროს N2 სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე დისტანციურად აღნიშნეს
21-03-2020

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ვიზუალური მასალაც მოამზადეს.

„ონლაინ შევუერთდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. ცნობიერების ამაღლების მიზნით მე-5 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეო და ფოტო კოლაჟი.

ჩვენ ვიცით, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს და არავის ვტოვებთ მიღმა. ჩვენი უსაყვარლესი ლანა აქტიურად არის ჩართული სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვუსურვებთ მას პირველ რიგში, ჯანმრთელობას და ულევ წარმატებებს“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203