
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბნის საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 5 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლაში დეზინფექცია შპს Gt GROUP-მა ჩაატარდა.
გარდა ამისა, სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყოველდღიურად სუფთავდება.
„გარდა ამისა სკოლა ყოველდღიურად სუფთავდება - იწმინდება იატაკი, სველი ნაჭრებით სუფთავდება დგამ-ავეჯი, სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება სკოლა და სველი წერტილები. სკოლა მომზადებული შეხვდა იმ გამოწვევას, რომელიც არსებობს ქვეყანაში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.