ლანჩხუთის N1 სკოლის მოსწავლეებმა მეგობარი სკოლის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის 81 წლის იუბილე დისტანციურად აღნიშნეს
07-04-2020
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჩხერის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 81 წლის იუბილე დისტანციურად აღნიშნეს.

„მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე საგანგებო სიტუაციისა, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჩხერის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, დისტანციურადაც კი მოახერხეს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღის - საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას 81 წლის იუბილეს აღნიშვნა. 
„ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შეძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“,- ზვიად გამსახურდია“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203