
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა კვირიკეს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
მასწავლებლები რეგისტრირდებიან „თიმსის“ პროგრამაში, ასევე აქტიურად იყენებენ „მესენჯერს“ და ბავშვებს გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში უტარებენ.
სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები როგორც პედაგოგები და მოსწავლეები, ასევე მშობლებიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში 2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.