გუბის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
02-04-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის გუბის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის მიხედვით ჩატარდა.

სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის სრული შენობა: კედლები და იატაკი, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კაბინეტები და დერეფნები. ასევე დასუფთავდა სკოლის გარე ტერიტორია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. სკოლებში დეზინფექციები ტარდება.  2 მარტს დაწყებული არდადეგები გახანგრძლივდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203