წყემის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
02-04-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის, წყემის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად ძირითადად „მესინჯერის“ დახმარებით უტარდებათ. მხოლოდ რამოდენიმე ბავშვს აქვს ინტერნეტის პრობლემა და მასწავლებლები მათ ტელეფონით ეხმარებიან და აძლევენ დავალებებს.

„სკოლის დირექტორი რუსიკო მუმლაძე ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელია ის ყველა კლასთან მუშაობს თავის საგნებში, ასევე არიან სხვა პედაგოგებიც. მასწავლებლები განათლების სამინისტროს ახალ პროგრამასაც მოსინჯავენ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203