„იმედია მალე დავუბრუნდებით ჩვენს საყვარელ სკოლას“- წევის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
02-04-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

სკოლის დირექტორის ნაზი ცქიტიშვილის თქმით, მასწავლებლები შეძლებისდაგვარად ახერხებენ ყველა მოსწავლესთან კომუნიკაციას „თიმსის“, „მესენჯერის“ და სოციალური ქსელის საშუალებით.

„იმედია მალე დავუბრუნდებით ჩვენს საყვარელ სკოლას“,- აღნიშნავს ნაზი ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203