
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგები და მოსწავლეები პროგრამა -Microsoft Teams-ში აქტიურად მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.