ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით სრულდება
ამ წუთებში აბიტურიენტები ფიზიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 95%-ზე მეტი გამოცხადდა.
ამით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა.
გამოცდები ხვალ სტუდენტთა საგრანტო კონკურსითა და საერთო სამაგისტრო გამოცდით გაგრძელდება.